მუსიკის მოყვარულებისთვის – მელოდიის ამომცნობი 3 ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

კატეგორიის გარეშე

მათთვის, ვისაც მუსიკა ძალიან უყვარს, პოპულარულია მუსიკის ამომცნობი აპლიკაციები. მათი დახმარებით შესაძლებელია, ტელევიზიით ან რადიოთი მოსმენილი კომპოზიციების მოძებნა და გაგება ვინ ასრულებს მას, ასევე იპოვნით კომპოზიციის ტექსტის და ა.შ.

ცნობილია iPhone – ისთვის საუკეთესო აპლიკაციების სამეული:

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

1. Shazam – ამ აპლიკაციის ფუნქციები გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ის Apple-მა შეიძინა. მას შემდეგ, რაც პროგრამა მოსმენილ მუსიკას იპოვის, კომპოზიციასთან ერთად, აპლიკაცია სიმღერის ტესტსაც აწვდის მომხმარებელს. ამასთან, მუსიკის Apple Music-ის ან Spotify-ს სიმღერების სიაში დამატებაც გამარტივდა.

ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა პლატროფრმა Shazam-ი გასულ წელს შეიძინა. ორ კომპანიას შორის მიღწეული გარიგების ფასი 400 მილიონი დოლარია.

ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია PC-ს, Mac-ის, iOS-ის, Android-ის და Windows Phone-ისთვისაც.

2. SoundHound – ეს აპლიკაცია, ისევე, როგორც Shazam-ი, თქვენი სმარტფონის მიკროფონს იყენებს. ის პოულობს ტრეკის სახელს თქვენი ხმის მოსმენის შემდეგაც. შეგიძლიათ, იმღეროთ და ასე იპოვოთ სასურველი კომპოზიცია. ეს ფუნქცია ხელსაყრელია მაშინ, როცა სიმღერის ტრანსლაციისას ვერ მოასწრებთ მისი სმარტფონით გაანალიზებას.

3. MusicID With Lyrics – ეს აპლიკაცია ორ ძირითად მეთოდს იყენებს – მიკროფონს, რომლითაც მოსმენისთანავე შეძლებთ სიმღერის იდენტიფიცირებას და ბეჭდურ ვერსიას, როცა მიახლოებით ტექსტს ჩაწერთ და აპლიკაცია მოგიძებნით ამ ტექსტის კომპოზიციას.

წყარო:okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები