ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის თბილისსა და ქუთაისში

დასაქმება

შპს “ლიბროსი” წარმოადგენს წიგნების სატელეფონო გაყიდვების კომპანიას, რომელიც გამავალი ზარების მეშვეობით ახდენს პროდუქციის შეთავაზებას, გაყიდვას და ადგილზე მიტანას დასავლეთ საქართველოში.

ვაკანსია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი ან არასრული უმაღლესი (სტუდენტი) განათლება;
სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება.

აუცილებელი უნარები:

კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა:
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
ორგანიზებული;
გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ასაკი: 18-დან 40 წლამდე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: არასრული, 10:00-16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსი.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქუთაისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: [email protected], გთხოვთ, სათაურის ველში(“subject“), მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ბოლო ვადაა 2018 წლის 9 მაისი.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისი აცხადებს ვაკანსიას – კლასის კოორდინატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სპეციალობით: ფსიქოლოგი/ განათლების ადმინისტრირება (დასაშვებია მაგისტრატურის სტუდენტიც);
ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
კომუნიკაციის უნარი;
დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარები;
უნარი მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები სხვდასხვა რთულ და პრობლემურ სიტუაციებში;
პროფესიონალური ზრდის ინტერესი და მოტივაცია.

ფუნქცია-მოვალეოები:

კონკრეტული კლასის კოორდინაცია;
სადილის, სამხრის, შესვენებებისა და გაკვეთილების მომზადების პერიოდში ბავშვებთან ერთად ყოფნა;
საკლასო და გარე აქტივობების დაგეგმვა -განხორციელება. (ექსკურსია, თეატრი, საკლასო ღონისძიებები, ლაშქრობები და ა.შ.)
მოსწავლეების პორტფოლიოს წარმოება;
საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასალების შემუშავება.(სადამრიგებლო, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ა.შ. )
მშობელთან კომუნიკაცია( ელ.დღიური. სოციალური ქსელი, სატელეფონო კავშირი, ღია კარის დღე, ინდივდუალური შეხვედრა, საჭიროების შემთხევაში მშობლის ვიზიტის დაგეგმვა)
საგნის პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი საქმიანობის შესახებ.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან – 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – კლასის კოორდინატორი. ბოლო ვადაა 2018 წლის 10 მაისი.

ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
კომუნიკაბელური;
ენერგიული, ორგანიზებული;
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
პროფესიულ და კარიერულ ზრდის შესაძლებლობას;
კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected], გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ბოლო ვადაა 2018 წლის 1-ლი მაისი. კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები