2018 წლის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი – ვაკანსიებზე რეგისტრაცია იწყება

დასაქმება

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის გაზაფხულის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 30 აპრილს 15:00 საათზე და დასრულდება 9 მაისს 15:00 საათზე.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების საიტის stajireba.gov.ge მთავარ გვერდზე არსებული აქტივაციის პანელის დახმარებით.

იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი ან ხშირად დასმული კითხვები.

იხილეთ სტაჟირების პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების სია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 219 77 55.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები