რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილის ანიჭებენ უპირატესობას? “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან საქართველოს სტუდენტები მოდის ტენდენციებს.
ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი ილიაუნის ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
❥ ანა მიგრიაული: “საყიდლებზე ძირითადად მაღაზიებში და ბაზრობაზე დავდივარ.”
❥ ვანო კენჭოშვილი: “ტანსაცმელს ყველგან ვყიდულობ, ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.”
❥ თამუნა მიდელაური: “სამოსი ყველგან შემიძლია ავარჩიო, მთავარია მომეწონოს.”
❥ ელენე გაბროშვილი: “უპირატესობას მაღაზიებს ვანიჭებ. განსაკუთრებით, ხშირად ვსტუმრობ ზარას.”
❥ სამუკა დარჩია: “ტანისამოსს უმეტესად ვიწერ ხოლმე.”
❥ ვიკა ფირცხალაიშვილი: “ჩასაცმელს ოჯახის წევრები მიგზავნიან ინგლისიდან.”
❥ გიგუშა ბახტაძე: “ტანსაცმელს უფრო მეტად ბაზრობაზე ვყიდულობ.”
❥ თამარ ნადარაია: “ძირითადად ბაზრობაზე დავდივარ.”
❥ ლაშა ხარაული: “ჩემი საყარელი მაღაზია კოტონია.”
❥ ანჟელა მჭედლიშვილი: “ისთ ფოინთში ვშოპინგობ.”
❥ შაკო გუგულაშვილი: “ტანსაცმელს ვაგზალზე მეორეულ ბაზრობაზე ვიძენ.”
❥ ხატია ბეგაშვილი: “მეორეული ტანსაცმლის მაღაზიებში დავდივარ.”
ავტორი: ნათია ზარიძე