სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

1. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ეძებს გამორჩეული თვისებების მქონე მოხალისე სტაჟიორებს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ პარლამენტის ოფისში.

კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ღრმა ინტერესი გამჭვირვალობასთან, ანგარიშვალდებულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. სტაჟირება გამიზნულია აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი ორგანიზაციის მუშაობას და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის საქმიანობასა და მართვაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი; სამუშაო საათები განისაზღვრება სტაჟიორის განრიგის გათვალისწინებით.
ხანგრძლივობა: 3 თვე (1 მაისი – 31 ივლისი, 2018)
ხელმძღვანელი: საპარლამენტო მდივანი

ძირითადი მოვალეობები:

  • კანონპროექტების რეზიუმეს მომზადება;
  • კანონპროექტების მონაცემთა ბაზის განახლება;
  • კვლევის პროცესში მონაწილეობა;
  • პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრება და მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდება;
  • ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.

შერჩეული სტაჟიორები იმუშავებენ უშუალოდ საპარლამენტო მდივანთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მათ მუშაობას. ისინი დაესწრებიან ტრენინგს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს მათი პროფესიული განვითარებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამართლის სპეციალობის მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ისე საუბარი);
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების და ბეჭდვის კარგად ცოდნა (Microsoft Word, Excel და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება);
  • ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მისიისა და მანდატის სიღრმისეული გააზრება.

განცხადების წარდგენის პროცესი: დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

  1. CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე);
  2. სამოტივაციო წერილი რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით (ინგლისურ ან ქართულ ენაზე).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 აპრილი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ “საპარლამენტო ოფისი”.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

2. “პალიტრა მედია ჰოლდინგი” -ს წევრი კომპანია “გამომცემლობა პალიტრა L” აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით.

მოვალეობები:

  • სარეკლამო ტექსტების მოფიქრებაში მონაწილეობის მიღება;
  • სარეკლამო ტექსტების მოფიქრებაში მონაწილეობის მიღება;
  • მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  •  სხვადასხვა პროექტების პრეზენტაციების ჩატარება;
  • FB-სთვის სხადასხვა კრეატიული კონკურსების მოფიქრება სოც. მედიის მენეჯერთან ერთად.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • ჯგუფში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 სთ;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის #49

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 მაისი.

3. ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის” ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით თბილისსა და მარნეულში.

სტაჟიორად მიიღებიან ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, მეტყველების თერაპიის, ადრეული პედაგოგიკის, ასევე მედიცინის სფეროში უმაღლესი განათლების მქონე პირები, ან აღნიშნულ სფეროებში IV კურსის სტუდენტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
  • სასურველია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის რაიმე ტიპის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებული;
  • წერითი და ანალიტიკური უნარები;
  • სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად განაწილების უნარი;

პირობები:

  • სტაჟირება ფასიანია და მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვით.
  • სტაჟირების პერიოდში ორგანიზაცია უზრუნველყოფს შერჩეული კადრის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

შერჩევის კრიტერიუმები:

  1. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  2. სამუშაო გამოცდილება;
  3. მოტივაცია;
  4. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

  • ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
  • გასაუბრება;

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. რეზიუმე CV;
  2. სამოტივაციო წერილი.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected] და “Subject” ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები