15 კომპიუტერული ხრიკი, რომლებიც დროსა და ენერგიას დაგიზოგავთ

კატეგორიის გარეშე

დღევანდელი საზოგადოების ერთ-ერთი საყვარელი ნივთი კომპიუტერია. ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერის დახმარებით ინტერნეტში ვატარებთ. ამ დროის ეფექტურად გამოყენება კი ჩვენი მხრიდან სწორი საქციელი იქნება. იმისთვის რომ დრო ეფექტურად გამოიყენოთ და ენერგიაც დაზოგოთ 15 კომპიუტერულ ხრიკს გთავაზობთ.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

  1. Ctrl + O – ამ კომბინაციით ახდენთ კომიპუტერის მეხსიერების გახსნას, რის შემდეგაც არჩევთ საურველ განყოფილებას – დესკტოპი, ფოტოები, მუსიკა თუ სხვა;
  2. Ctrl + P – დოკუმენტის ან გვერდის PDF-ფორმატში შენახვის ფანჯარას ამოგიგდებთ, შემდეგ change-ში მონიშნეთ ველი “Save as a PDF”;
  3. Ctrl + A – ყველაფრის მონიშნვა;
  4. Ctrl + B – მონიშნულის გასქელება;
  5. Ctrl+ Z – ცვლილების გაუქმება (Undo), ბოლო მოქმედების გადაფიქრება, გადადება,
    ზოგიერთ პროგრამაში შეიძლება მხოლოდ ერთი მოქმედების დაბრუნება, ზოგიერთი
    კი უსასრულო რაოდენობის დაბრუნება შეიძლება;
  6. Ctrl + Y – გაუქმებული ცვლილების დაბრუნება (Redo);
  7. Ctrl + C – მონიშნული ტექსტის დაკოპირება, მეხსიერებაში დამახსოვრება;
  8. Ctrl + X – ეს კომბინაცია ამოჭრის მონიშნულს, თუმცა ამავდორულად მეხსიერებაში იმახსოვრებს და “დაფასთვას” შეძლებთ;
  9. Ctrl + V – დაკოპირებულის ჩასმა, ე.წ. “დაფასთვა”;
  10. Ctrl + T – ახალი Tab (არ მუშაობს ბრაუზერებზე რომლებსაც Tab–ები არ აქვთ, მაგ. Internet Explorer 6);
  11. Alt + Tab – კომპიუტერში გახსნილ სხვადასხვა ფანჯარაზე გადასვლაში დაგეხმარებათ. ერთიდან მეორეზე გადასასვლელად უნდა გეჭიროთ Alt-ზე და აჭიროთ Tab-ს;
  12. Win + F – ეს კომბინაცია გახნის საქახალდეში თუ პროგრამაში ძიების ფანჯრის გამოძახებაში დაგეხმარებათ;
  13. Shift + Delete – ობიექტის/ფაილის წაშლა სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე;
  14. Ctrl + R – გვერდის განახლება ანუ “დარეფრეშება”;
  15. F5 – განახლება/გაწმენდა, იგივეა რაც მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, შემდეგ კი ფუნქცია “რეფრეშის”-ის გამოყენება;

ამავე თემაზე: F1-F12 ღილაკების ფუნქციები ➤ ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები