ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

“მარშე” აცხადებს ვაკანსიას პრომო კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს, განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
სახელფასო სისტემა: ბონუსური

ძირითადი მოვალეობები:

  • “მარშეს” პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
  • “მარშეს” პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
  • “მარშეს” მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
  • სავაჭრო ობიექტებში “მარშეს” პროდუქციის ვიზუალიზაცია.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სტუდენტები);
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
  • საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ “Promo”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 18 აპრილი, 2018 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

კომპანია “Organic hub” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

  • ასაკი: 20-დან 50 წლამდე
  • შესაძლებელია სტუდენტებიც, რომლებსაც არ აქვთ დროის პრობლემა
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი);
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო ცენტრში ან მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
  • კომუნიკაბელური, თავდაჯერებული.
  • შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

მოვალეობები: 

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
  • პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
  • მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა

ჩვენ გთავაზობთ: 

  • მსოფლიო დონის ტრენინგებს
  • საოფისე სამუშაოს
  • ზრდად ანაზღაურებას
  • მოტივირებულ, მეგობრულ, კომფორტულ გარემოს
  • კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: organichubcompany@gmail.com და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ პოზიციის დასახელება – ქოლ-ცენტრის ოპერატორი. ბოლო ვადაა 2018 წლის 5 მაისი.

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს ვაკანსიას მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე.

მულტიმედია კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები:

  • ტრენინგების ჩატარება სტუდენტებისთვის ვიდეო სიუჟეტის მომზადებაში, მონტაჟსა და მულტიმედია პროდუქციის შექმნაში.
  • პრაქტიკული კურსის კოორდინირება, რაც გულისხმობს კურსის მონაწილეთა დახმარებას მულტიმედია პროდუქციის დაგეგმვასა და შექმნაში. საუკეთესო ნაშრომების შერჩევას და ვებ-პორტალზე განთავსებას, ასევე სოციალურ მედიაში მათ პოპულარიზაციას.
  • ორგანიზაციის სხვა საკომუნიკაციო პროექტებში მონაწილეობას.

ხელფასი: 550 ევროს ეკვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (მულტიმედია ჟურნალისტიკა)
  • მინიმუმ ერთწლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების წარმოდგენა
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები მისამართზე: mdfgeo@gmail.com

  • რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა, რომელთანაც სამუშაო გამოცდილება გაკავშირებთ და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც).
  • აპლიკანტის მიერ მომზადებული მულტიმედია მასალა, რომელიც მისი პროფესიული გამოცდილების შეფასების საშუალებას იძლევა.

დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: ვაკანსია მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, MDF არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას. საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 8 აპრილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები