“მარშე” აცხადებს ვაკანსიას პრომო კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს, განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
სახელფასო სისტემა: ბონუსური
ძირითადი მოვალეობები:
- “მარშეს” პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
- “მარშეს” პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
- “მარშეს” მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
- სავაჭრო ობიექტებში “მარშეს” პროდუქციის ვიზუალიზაცია.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სტუდენტები);
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
- საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ “Promo”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 18 აპრილი, 2018 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
☼ გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼
კომპანია “Organic hub” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- ასაკი: 20-დან 50 წლამდე
- შესაძლებელია სტუდენტებიც, რომლებსაც არ აქვთ დროის პრობლემა
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი);
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო ცენტრში ან მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
- კომუნიკაბელური, თავდაჯერებული.
- შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
- გუნდური მუშაობის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.
მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
- პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
- მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
ჩვენ გთავაზობთ:
- მსოფლიო დონის ტრენინგებს
- საოფისე სამუშაოს
- ზრდად ანაზღაურებას
- მოტივირებულ, მეგობრულ, კომფორტულ გარემოს
- კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ პოზიციის დასახელება – ქოლ-ცენტრის ოპერატორი. ბოლო ვადაა 2018 წლის 5 მაისი.
მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს ვაკანსიას მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე.
მულტიმედია კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები:
- ტრენინგების ჩატარება სტუდენტებისთვის ვიდეო სიუჟეტის მომზადებაში, მონტაჟსა და მულტიმედია პროდუქციის შექმნაში.
- პრაქტიკული კურსის კოორდინირება, რაც გულისხმობს კურსის მონაწილეთა დახმარებას მულტიმედია პროდუქციის დაგეგმვასა და შექმნაში. საუკეთესო ნაშრომების შერჩევას და ვებ-პორტალზე განთავსებას, ასევე სოციალურ მედიაში მათ პოპულარიზაციას.
- ორგანიზაციის სხვა საკომუნიკაციო პროექტებში მონაწილეობას.
ხელფასი: 550 ევროს ეკვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება (მულტიმედია ჟურნალისტიკა)
- მინიმუმ ერთწლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების წარმოდგენა
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები მისამართზე: [email protected]
- რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა, რომელთანაც სამუშაო გამოცდილება გაკავშირებთ და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც).
- აპლიკანტის მიერ მომზადებული მულტიმედია მასალა, რომელიც მისი პროფესიული გამოცდილების შეფასების საშუალებას იძლევა.
დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: ვაკანსია მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, MDF არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას. საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 8 აპრილი.