ქუვეითის უნივერსიტეტისა და სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები სტუდენტებისთვის

განათლება

ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა ქართველი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018–2019 სასწავლო წლისთვის გამოყო არაბული ენის შესწავლისთვის სტიპენდიები.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან – ინგლისურ ენაზე;
  • ნიშნების ფურცელი – ( GPA -ინდექსი);
  • CV ინგლისურ და არაბულ ენაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ივლისი.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

რაც შეეხება სლოვაკეთის სასტიპენდიო პროგრამს, აქ მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისათვის 2018-2019 სასწავლო წლისთვის გამოყო 2 სტიპენდია საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულზე.

განაცხადების მიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2018 წლის 20 მაისამდე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები