ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის თბილისსა და ბათუმში

დასაქმება

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის,
  • ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
  • მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]; სათაურის ველში მიუთითეთ „ღამის ცვლის კონსულტანტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 3 აპრილი 2018 წელი, 00:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

შპს “4 ფინანსი” გთავაზობთ ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი – თბილისი
სამუშაო გრაფიკი – ნახევარი განაკვეთი, 5 სამუშაო დღე და დღეში 4 საათი

ძირითადი მოვალეობები:

კლიენტის სატელეფონო მომსახურება (არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტისა და სერვისების შესახებ)
ელ. ფოსტისა და “chat”- ის საშუალებით კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა
მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება

მოთხოვნები:

III და IV კურსის სტუდენტები ან უმაღლესი განათლება
მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ქართული და რუსული ენების გამართულად ცოდნა
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
კლიენტსა და შედეგზე ორიენტირება
კარგი კომპიუტერული უნარ – ჩვევები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი
კომუნიკაციის კარგი უნარი, დაგეგმვისა და დამოუკიდებელად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
სამუშაოს სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში
ფიქსირებულ ანაზღაურებას რომელსაც ემატება ბონუსი
პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე – [email protected] 2018 წლის 21 აპრილამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გ.მ. ჯგუფი იწვევს ახალგაზრდა, ენერგიულ, კრეატიული აზროვნების კადრებს სარეკლამო აგენტის პოზიციაზე.

სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია შეთავსება მოქნილი განრიგით.
გთავაზობთ როგორც დროებით, ანაზღაურებად სტაჟირებას, ასევე კარიერული ზრდის პერსპექტივას.

ასაკი შეზღუდულია, 17-30 წელი

ჩვენს კომპანიაში დასაქმების მსურველი უნდა იყოს:

კომუნიკაბელური,
შრომისმოყვარე,
კრეატიული აზროვნების,
პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული.
უნდა ფლობდეს ქართულ(ძალიან კარგად) და რუსულ (სმენით დონეზე) ენებს
ასევე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე.

ანაზღაურება: 300 ლარიდან (ანაზღაურება მზარდია)
განრიგი: მოქნილი

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV [email protected] ელ.ფოსტაზე. აუცილებლად ფოტოსურათით 2018 წლის 18 აპრილამდე. ასევე მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეტყობინებას ელ-ფოსტაზე მიიღებთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები