ბიზნეს კომპანია შპს წარმატებული გუნდი აცხადებს ვაკანსიას პიარ მენეჯერი/ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
შესაძლებელია სტუდენტებისთვის მორგებული გრაფიკიც.
ფუნქცია მოვალეობები:
პროდუქციის რეკლამირება
მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება , პრეზენტაცია
საბუთების მოწესრიგება ოფისის ფარგლებში
სამუშაო საათები:
დღეში 5 საათი, ორშაბათი – პარასკევი
შაბათ-კვირის გარდა
ხელფასი:
ხელშეკრულებით გათვალისწინებული 550ლ.
გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.
დასაქმების შემთხვევაში , დასაქმებული გაივლის ტრენინგს ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ- ფოსტაზე: [email protected] 2018 წლის 7 აპრილის ჩათვლთ.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა და დისციპლინა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]; სათაურის ველში მიუთითეთ „konsultanti”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 19 აპრილი.
დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თანამდებობრივი ვალდებულებები:
უძრავი ქონების პოტენციურ შემძენებთან მოლაპარაკების წარმართვა და შეთავაზების გაკეთება;
მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენა უძრავი ქონების პოტენციურ შემძენებთან საბოლოო შეთანხმების მისაღწევად;
პოტენციურ კლიენტთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ყველა საჭირო დოკუმენტების იურისტისთვის გადაცემა ხელშეკრულებების გასაფორმებლად;
მომხმარებელთათვის საჭირო ინფორმაციის დროულად მოძიება, მიწოდება და მუდმივი კავშირი;
უძრავი ქონების პოტენციურ შემძენთა ბაზის შექმნა, მისი წარმოება და მუდმივი განახლება;
უძრავი ქონების შემძენი სუბიექტების ბაზის შექმნა, მისი წარმოება და მუდმივი განახლება;
ყოველდღიური რეპორტების მომზადება, ანალიზი და ხელმძღვანელთან განხილვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებიც).
სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
დამარწმუნებელი, არგუმენტირებული, დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა;
დროის ეფექტური მართვის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება;
ანაზღაურება: ფიქსირებული (გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა
სამუშაო ადგილი: თბილისი;
ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით; ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: [email protected] 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით.