მალტის მთავრობის და კორეის რესპუბლიკის სტიპენდიები სტუდენტებისთვის

განათლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მალტის რესპუბლიკის მთავრობამ და კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტმა გამოაცხადეს სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამები.

მალტის რესპუბლიკის მთავრობამ, 2018/2019 სასწავლო წლისათვის გამოაცხადა მიღება სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე კლიმატის ცვლილების მიმართულებით. სულ გამოყოფილია 3 სასტიპენდიო ადგილი.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური სახით 2018 წლის 25 მაისამდე.

დანართის სახით იხილეთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტმა (KAIST), 2018 წლის შემოდგომის სემესტრისათვის გამოაცხადა მიღება გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამებზე (Global IT Technology Program).

პროგრამით გათვალისწინებულია ინდივიდუალური სამაგისტრო და სადოქტორო კურსები სამთავრობო პირებისთვის, პროფესორების, მკვლევარებისა და ექსპერტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პერიოდია 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების მატერიალურად წარდგენა უნდა მოხდეს 2018 წლის 24 აპრილამდე.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამების თაობაზე ხელმისაწვდომია ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები