“ისთ ფოინთი” აცხადებს ვაკანსიას გასართობი ცენტრი “ფოკუს მოკუსისთვის” შემდეგ პოზიციაზე – ანიმატორი/ღონისძიების წამყვანი.
ძირითადი მოვალეობები:
- ფოკუს მოკუსის დაბადების დღის/სადღესასწაულო დარბაზში ღონისძიების ჩატარება/გაძღოლა
- ფოკუს მოკუსში სასცენო წარმოდგენების ჩატარება/გაძღოლა
- ბავშვების ჩართვა სხვადასხვა თამაშებსა და შეჯიბრებებში
- გასართობი ღონისძიებების კონცეფციის დანერგვაში მონაწილეობის მიღება
- სტუმრებისთვის გასართობი პროგრამების შეთავაზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:
- უმაღლესი განათლება სასურველია სამსახიობო მიმართულებით (დასაშვებია სტუდენტი)
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება გართობის სფეროში წამყვანის/ანიმატორის პოზიციაზე
- ენერგიულობა
- კრეატიულობა
- ორგანიზებულობა
- რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა
დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 26 მარტი, 2018.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი” აცხადებს 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების განყოფილებაში, ინვენტარიზაციის მიმართულებით.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი – პარასკევი, სრული განაკვეთი)
ძირითადი მოვალეობები
- მონაცემთა ბაზაში მუშაობა: მონაცემების დარეგისტრირება, კორექტირება და ა.შ.
- ინვენტარიზაციის ჩატარება და რეპორტის მომზადება
- საქმიანობიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან დამამათავრებელი კურსის სტუდენტი
- MS Office პროგრამების ცოდნა
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
აუუცილებელი პიროვნული უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
- დროის მართვის უნარი
- ლოგიკური აზროვნების უნარი
- ტექნიკური საკითხების სწრაფად ათვისების უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “სტაჟიორი შესყიდვების განყოფილებაში”. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 მარტი.
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.