ანაზღაურებადი სტაჟირებები სტუდენტებისთვის

დასაქმება

სადისტრიბუციო კომპანია შპს “მასტერ ტრეიდი”, “Mars”-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, დაწინაურების პერსპექტივით.

მოთხოვნები:

სქესი: მამრობითი
B კატეგორიის მართვის მოწმობა.
საკუთარი ავტომობილი
ქონებრივი უზრუნველყოფის შესაძლებლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით 3×4, შემდეგ მისამართზე: [email protected] და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 21 მარტი.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

შპს “ნესტლე საქართველო” დამწყები სპეციალისტებისათვის აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას დილის საუზმეების ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციაა:

დეპარტამენტში მიმდინარე გაყიდვების ანალიზის პროცესის მხარდაჭერა.
დეპარტამენტში მიმდინარე ანგარიშგების პროცესის მხარდაჭერა;
კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.

თქვენგან ველოდებით:

სრულ ან არასრულ უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში;
განვითარებულ ანალიტიკურ უნარებს;
ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნას;
ბაზებთან მუშაობის გამოცდილებას Excel-ისა და PowerPoint ის მაღალ დონეზე ცოდნას;
პასუხისმგებლობას და დეტალებზე ორიენტირებულობას.

გთავაზობთ:

6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
სრულ სამუშაო დღეს;
სამუშაო პროცესში სწავლებას;
დიდ კომპანიაში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

სტაჟიორის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე 2018 წლის 12 მარტამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]

ტურისტული კომპანია “გლობალ თრეველი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის განხრით);
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სპეციალური სწავლება/ტრეინინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
  • ნებისმიერი გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში;
  • დამატებით უცხო ენის ცოდნა.

მოვალეობები:

  • მომხმარებელთა სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • მომხმარებლის მომსახურება/კონსულტირება და მისთვის კომპანიის პროდუქტის შეთავაზება, როგორც დისტანციურად, სატელეფონო ან ონლაინ კომუნიკაციის საშუალებით, ასევე დამქირავებლის გაყიდვების ოფისში;
  • საჭიროების შემთხვევაში, კლიენტთა გადამისამართება შესაბამის თანამშრომელთან/სამსახურთან;
  • ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ-პროდუქტების რეზერვაცია/რეალიზაცია;
  • ტურისტული პაკეტების შედგენა/რეზერვაცია/რეალიზაცია;
  • რეპორტინგი;
  • სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა მოვალეობების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი/გუნდის აქტიური წევრი;
  • სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფების, აპლიკაციებისა (CRM; ERP; GDS…) და სისტემების სწრაფად შესწავლისა და გამოყენების უნარი.
  • პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
  • დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციის და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV და ფოტო ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით. რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები