კომპანია GAC, რომლის პროფილსაც წარმოადგენს ავტომობილები და მათი მომსახურება, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ფუნქცია/მოვალეობები:
- კლიენტებისთვის პროდუქტისა და მომსახურეობის შეთავაზება (ყოველდღიურად დაგეგმილი სამუშაო გრაფიკის მიხედვით);
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- ეფექტური პრეზენტაციების მომზადება ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
- რეპორტების მომზადება შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
- ჩანაწერების წარმოება სამოქმედო არეალისა და გაყიდვების შესახებ;
- გუნდის მხარდაჭერა დასახული მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით (შესაძლოა
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, powerpoint) ;
- სარეკლამო მასალებზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
- მომხმარებლებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ზომიერად თავდაჯერებული;
- მიზანდასახული;
- კლიენტზე ორიენტირებული;
- დახვეწილი მეტყველება;
- სასიამოვნო გარეგნობა;
ანაზღაურება:
ფიქსირებულ ხელფასი + ბონუსი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1-ლი აპრილი.
გთხოვთ საგანში (“subject”) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“ლიბროსი” აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.
შპს “ლიბროსი” წარმოადგენს წიგნების სატელეფონო გაყიდვების კომპანიას, რომელიც გამავალი ზარების მეშვეობით ახდენს პროდუქციის შეთავაზებას, გაყიდვას და ადგილზე მიტანას დასავლეთ საქართველოში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი (სტუდენტი) განათლება;
- სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
- კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება.
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა:
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ასაკი: 18-დან 40 წლამდე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: არასრული, 10:00-16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
- დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსი.
- ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: [email protected]. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1-ლი აპრილი.
გთხოვთ, სათაურის ველში(“subject“), მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების აგენტის (რეზერვი) პოზიციაზე თბილისში.
შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ საშუალება მცირე დროში გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები.
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის სხვადასხა პროდუქტების დისტანციურად გაყიდვა წინასწარ შერჩეული კლიენტების სიაზე, Call Script – ის მეშვეობით;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაწესებული გაყდვების გეგმის შესრულება;
- კლიენტის გარკვევა საკრედიტო პირობებში, კითხვაზე პასუხის გაცემა;
- კლიენტის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტის აქტივაცია, კლიენტის ანგარიშზე შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
- სისტემატიური რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება / დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია – საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები)
- კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
- კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- დარწმუნების უნარი;
- სისხარტე
- აზროვნების სისწრაფე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი.
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (დეტალური ინფორმაცია მოგეწოდებათ გასაუბრების პროცესში).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 მარტი. გთხოვთ, საგანში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.