ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

ტურისტული კომპანია „Vip Tours Georgia” აცხადებს მიღებას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, მათთვის ვისაც სურს მიიღოს გამოცდილება ტურიზმის გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში!

სასურველია კანდიდატები იყვნენ ახალი კურსდამთავრებულები, დაინტერესებული პირები, ან მე-3-4 კურსის სტუდენტები, რომელთაც უნდათ, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ პრაქტიკული უნარები და გახდნენ მოთხოვნადი კადრი.

სტაჟირების პროცესში:

სტაჟიორი შეისწავლის:

  • ტურ პაკეტების შემუშავება;
  • ტურ პაკეტების შეთავაზება პოტენციური კლიენტებისთვის;
  • ორგანიზაციის ვებ-გვერდისა და სოც. ქსელების პროფილების მართვას;
  • ტურების ორგანიზებას, როგორც ლოჯისტიკური ასევე ზოგადი მართვის თვალსაზრისით;
  • სტაჟიორი შეიძენს იმ უნარებს და გამოცდილებას, რაც დასაქმებისთვის ყველა კომპანიაში მოგეთხოვებათ (ონლაინ, სატელეფონო და პირდაპირი ურთიერთობა კომპანიებთან, საქმიანი მოლაპარაკებები, შეთავაზებები, ღონისძიებები, საქმიანი წერილების დამუშავება, საქმიანი ეტიკეტი);
  • საუკეთესო სტაჟიორს ეძლევა ამავე კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა;
  • სტაჟიორი მიიღებს სტაჟირების სერტიფიკატს;
  • სტაჟირების დროს სტაჟიორი მიიღებს ფიქსირებულ ანაზღაურებას;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან მიმდინარე განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა გამართულად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამარწმუნებელი საუბრის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • მოტივირებული;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მისამართზე viptoursgeo@gmail.com და საგანში მიუთითოთ სტაჟირება. ბოლო ვადაა 2018 წლის 2 მარტი.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

ბიზნეს კონსულტაციების ჯგუფი – be group აცხადებს 2-თვიან სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება ეკონომიკურ/ფინანსურ სფეროში. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც განიხილებიან.
  • რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
  • პროგრამების ცოდა: MS Office
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია;
  • ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია;

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

  • ბუღალტრულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა სფეროს მიმართულებით;
  • გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა;
  • მოქნილი სახელფასე და საბონუსე სისტემა;

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2-თვიან სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: info@begroup.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები