ტურისტული კომპანია „Vip Tours Georgia” აცხადებს მიღებას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, მათთვის ვისაც სურს მიიღოს გამოცდილება ტურიზმის გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში!
სასურველია კანდიდატები იყვნენ ახალი კურსდამთავრებულები, დაინტერესებული პირები, ან მე-3-4 კურსის სტუდენტები, რომელთაც უნდათ, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ პრაქტიკული უნარები და გახდნენ მოთხოვნადი კადრი.
სტაჟირების პროცესში:
სტაჟიორი შეისწავლის:
- ტურ პაკეტების შემუშავება;
- ტურ პაკეტების შეთავაზება პოტენციური კლიენტებისთვის;
- ორგანიზაციის ვებ-გვერდისა და სოც. ქსელების პროფილების მართვას;
- ტურების ორგანიზებას, როგორც ლოჯისტიკური ასევე ზოგადი მართვის თვალსაზრისით;
- სტაჟიორი შეიძენს იმ უნარებს და გამოცდილებას, რაც დასაქმებისთვის ყველა კომპანიაში მოგეთხოვებათ (ონლაინ, სატელეფონო და პირდაპირი ურთიერთობა კომპანიებთან, საქმიანი მოლაპარაკებები, შეთავაზებები, ღონისძიებები, საქმიანი წერილების დამუშავება, საქმიანი ეტიკეტი);
- საუკეთესო სტაჟიორს ეძლევა ამავე კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა;
- სტაჟიორი მიიღებს სტაჟირების სერტიფიკატს;
- სტაჟირების დროს სტაჟიორი მიიღებს ფიქსირებულ ანაზღაურებას;
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან მიმდინარე განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა გამართულად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამარწმუნებელი საუბრის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- მოტივირებული;
- ორგანიზებული და მოწესრიგებული;
- შედეგზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მისამართზე [email protected] და საგანში მიუთითოთ სტაჟირება. ბოლო ვადაა 2018 წლის 2 მარტი.
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
ბიზნეს კონსულტაციების ჯგუფი – be group აცხადებს 2-თვიან სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება ეკონომიკურ/ფინანსურ სფეროში. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც განიხილებიან.
- რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
- პროგრამების ცოდა: MS Office
- საბუღალტრო პროგრამის ცოდნა სასურველია;
- ACCA-ს პირველი დონის სტუდენტობა სასურველია;
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:
- ბუღალტრულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა სფეროს მიმართულებით;
- გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა;
- მოქნილი სახელფასე და საბონუსე სისტემა;
სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2-თვიან სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: [email protected] გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი.