ორგანიზაცია “ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის” (ISC), აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისათვის ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების თემაზე.
კონკურსი ცხადდება პროექტის – “საინფორმაციო კამპანია ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების დაცვისა და მხარდაჭერის გასაძლიერებლად” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ”. პროექტის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის/ტრეფიკინგის საკითხებზე, აქცენტით ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვებზე, და მეორეს მხრივ, დაინტერესებულ მხარეთა შორის ამ მიმართულებით დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა.
კონკურსის ფარგლებში, სასურველია ესეებმა წარმოაჩენს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მხარდაჭერის ალტერნატიული გზები, თუმცა კონკურსანტს არ აქვს შეზღუდვა თემასთან დაკავშირებით გააშუქოს მისთვის საინტერესო სხვა ასპექტები.
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს (როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურიდან);
- ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
- პლაგიატის შემთხვევაში, ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.
ნაშრომის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- თემასთან შესაბამისობა და საკითხის სიღრმისეული გააზრება;
- ანალიზი, არგუმენტაცია და დასაბუთება;
- ნაშრომის სტრუქტურა და წერის კულტურა;
- ნაშრომის ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა.
ტექნიკური სახის მოთხოვნები:
ენა:ქართული;
დოკუმენტის ტიპი: PDF;
ფონტი: Sylfaen;
შრიფტის ზომა: 12;
ინტერვალი: 1,15;
ესსეს მოცულობა: 1500-2500 სიტყვა.
ნაშრომში აუცილებელია მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და თქვენი ელ-ფოსტა. ამასთან, გთხოვთ წერილში, რომლითაც გადმოაგზავნით ნაშრომს, მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი.
კონკურსი გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელთათვისაც გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო:
პირველი ადგილი: 800 ლარი;
მეორე ადგილი: 500 ლარი;
მესამე ადგილი: 300 ლარი.
გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და გავრცელდება როგორც სოციალურ მედიაში, ასევე, პროექტით დაგეგმილ რეგიონულ საინფორმაციო სახის შეხვედრებზე.
ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2018
ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ “ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის”. ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, არ იქნას შერჩეული გამარჯვებული/ები, თუ ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს.