სხვადასხვა ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

სადაზღვევო კომპანია “იმედი L” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულის იდენტიფიცირება;
სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და პროგრამული ასახვა;
დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება, ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა;
კლინიკაში მყოფი დაზღვეულისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
ზარების გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
MS Office პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

გამართული მეტყველება;
თავაზიანი;
მომსახურებაზე ორიენტირებული;
აქტიური, ენერგიული;
კომუნიკაბელური;
დეტალებისადმი ყურადღებიანი;
დაკვირვებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 მარტი, 2018 წელი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

გადამზიდი კომპანია “Black Sea Trans” ეძებს ენერგიულ, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურ კადრს, ოპერატორის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა. კომუნიკაცია ხორციელდება მხოლოდ ინგლისურად.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სქესი: მამრობითი.

აუცილებელი უნარები:

გამართული და დახვეწილი მეტყველება;
სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
დისციპლინირებულობა;
გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობა: შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა ინგლისურ ენაზე.

სამუშაო საათები: 17:00 საათიდან 02:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV + ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: sani.chikovani@yahoo.com.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22 მარტი, 2018 წელი.

კომპანია “მკითხველი” ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

ვაკანტური პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი ქუთაისში

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა და სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhveli@yahoo.com და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და “ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ქუთაისი, წერეთლის 4. სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, მე-2 სართული, ოთახი 22

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 მარტი, 2018 წელი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები