ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

შპს “ტრიდე სერვისი” აცხადებს ვაკანსიას სერვის ოპერატორის პოზიციაზე.

აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ და შრომისმოყვარე სტუდენტებს, რომელთაც სურთ მიიღონ სამუშაო გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სტუდენტი;
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 20:00-საათამდე (2 დღე სამუშაო და მომდევნო 2 დღე დასვენება)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2.
შრომის ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული სარგო – 300 ლარი.
კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. N11.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tridegroup.ge და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 14 მარტი.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კომპანია “New Skin Station” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სერვის პლიუსში;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო ცენტრში ან მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
  • სქესი – მდედრობითი.

აუცილებელი უნარები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • სასიამოვნო ხმის ტემბრი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელური, თავდაჯერებული;
  • პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური;
  • სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვის არის თუ:

  • ხართ შრომისმოყვარე;
  • მონდომებული;
  • გაინტერესებთ ახალი გამოწვევები
  • გიყვართ საუბარი;
  • გიყვართ პრობლემების გადაჭრა;
  • გსურთ დასაქმდეთ და განვითარდეთ წარმატებულ კომპანიაში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე.
კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:

ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. გამრეკელის 2
ელ-ფოსტა: newskinstation.hr@gmail.com

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: newskinstation.hr@gmail.com და სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (ქოლ-ცენტრის ოპერატორი). ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მარტს.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
  • კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
  • ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში ფიქსირება;
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
  • ზარების გადამისამართება;
  • კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;
  • სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
    სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე (რუსული და ინგლისური (Advance Level);
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გამართული მეტყველება;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ანალიზის უნარი
  • გუნდურობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მოშაობის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარი;
  • ღამის ცვლაში მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშომრლობით, მაშინ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 2018 წლის 15 მარტისა, ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები