ყატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები საქართველოს სტუდენტებისთვის

განათლება

ყატარის უნივერსიტეტმა 2018-2019 სასწავლო წლებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე – Arabic for Non-Native Speakers ქართველი სტუდენტებისთვის გამოყო 2 სტიპენდია.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ისევე, როგორც წინა წლებში სტუდენტები წელსაც უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლითა და სამგზავრო ბილეთით.

პროგრამაზე სწავლის მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ მხოლოდ ელექტრონული ბმულის მეშვეობით. 

განაცხადების შევსება შესაძლებელია 2018 წლის 14 იანვრიდან  22 მარტამდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია ისარგებლოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტით: internationalstudents@qu.edu.qa

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები