ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

„Sales outsource Georgia” აპლიკანტებს სთავაზობს სამუშაოს, რომელიც მათ დაეხმარება პიროვნულ განვითარებასა და თანხის გამომუშავებაში. დასაქმებულები იმუშავებენ ინოვაციურ გარემოში, რომელიც შექმნილია მათი კომფორტისა და კარიერული წარმატების უზრუნველსაყოფად.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ვაკანტური პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი (გაყიდვების მიმართულებით)

ჩვენი უპირატესობები:

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი (10:00 სთ – 14:00 სთ / 14:00 სთ – 18:00 სთ / 18:00 – 22:00 სთ);
  • შიდა ტრენინგ ცენტრი, რომელიც დასაქმებულებს ჩაუტარებს სერტიფიცირებულ ტრენინგებს;
  • ინოვაციური მიდგომები სამუშაოს მიმართ
  • გუნდური და ამავე დროს კონკურენტული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებულების მაღალ შედეგებს;
  • გამორჩეული თანამშრომლების წახალისება დამატებითი საბონუსე სისტემით;

საბონუსე სისტემა, საწყისი ანაზღაურება თვეში 400 ლარიდან

აპლიკანტის ძირითადი მოვალეობები:

სატელეფონო ზარების მეშვეობით პოტენციური კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება;
მომხმარებელთა ბაზების მოწესრიგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება და/ან სტუდენტი;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
კომუნიკაბელური;
თავდაჯერებული;
მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
პუნქტუალური, მოწესრიგებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] 2018 წლის 26 თებერვალამდე.

სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ქოლ-ცენტრის ოპერატორი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები