“ჩემი ოჯახის ორი წევრი ევროპაში წავიდა სამუშაოდ, მე ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი” – 22 წლის პირველკურსელი

განათლება

მარიანა ხანგოშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობს. მას სხვა პირველკურსელებისგან რაც გამოარჩევს ასაკია. იგი 22 წლისაა და ჯერ მხოლოდ I კურსზეა. რატომ ჩააბარა უნივერსიტეტში გვიან? რა არის მისი მიზანი და როგორია მისი გეგმები? – ამის შესახებ თავად მარინა გიამბობთ.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

„ვსწავლობ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 22 წლის ვარ, მაგრამ 1-ლ კურსზე ვარ. როცა სკოლა დავამთავრე ისეთი სიტუაცია მქონდა, ვერ მოვახერხე უნივერსიტეტში ჩაბარება. ყველა საგანი მომზადებული მქონდა, სამედიცინოზე ვაბარებდი, სამწუხაროდ ვერ გავედი გამოცდაზე. წელს ვცადე და მოვეწყვე.

მეოცნებე არ ვარ. მინდა, ვიცხოვრო, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. მინდა პანკისში დავბრუნდე და მასწავლებლად ვიმუშავო – ბავშვები მიყვარს და გამომდის მათთან ურთიერთობა. მართლია, ჩემი ოჯახის ორი წევრი ევროპაში წავიდა, იქ მუშაობენ, მაგრამ მე ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. არ ვაპირებ საქართველოს დატოვებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ევროპა განვითრების ერთადერთი გზაა ჩვენთვის. ის დაგვეხმარება გავაღწიოთ კარჩაკეტილობისგან.

არ ვთვლი, რომ ევროპული კულტურა და ღირებულებები უკეთესია, ვიდრე ქართული, მაგრამ განვითარებით ნამდვილად უნდა მივბაძოთ ევროპას. ადრე უფრო ბევრი პრობლემა გვქონდა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მგონია, რომ ვვითრდებით ამ კუთხითაც. უკვე ბევრი ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში იმისათვის, რომ გავიგოთ ჩენი უფლებები და ამ უფლებების დაცვა შევძლოთ“, – აღნიშნავს მარინა.

წყარო: Europe Foundation. ევროპის ფონდი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები