საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსული წერილის (№01/2613) თანახმად, ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო, ლატვიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორხმრივი შეთანხმების საფუძველზე, 2018/19 აკადემიური წლებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულია 2018 წლის 2 აპრილამდე.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებისთვის ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500 ევროს, დოქტორანტებისთვის – 670 ევროს, ხოლო მკლევარებისთვის -300 ევროს (+30 ევრო ყოველდღიურად). აპლიკაციის შეტანა შესაძლებელია მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით ვებ-გვერდზე.
საკონტაქტო ელ-ფოსტაა: [email protected]