10 ბრწყინვალე საიტი, რომლებიც უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარებათ

განათლება

ნათქვამია – სწავლა სიბერემდეო. ამ გამონათქვამის კვალდაკვალ და დღევანდელი უმნიშვნელოვანესი რესურსები ფონზე განათლების მიღება უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს. 21-ე საკუნეში ჩვენ ირგვლივ არსებული შესაძლებლობებო საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ ინფორმაცია, გამოვიყენოთ იგი საქმიანობისა თუ პირადი ინტერესებისთვის და გავიგოთ მეტი ახალი რაღაცები სრულიად უფასოდ.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

Edx – ონლაინ კურსები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისგან.

Udemy – გაკვეთილები კომპიუტერულ სპეციალობებზე.

Duolingo – აქ თქვენ უცხო ენების უფასოდ შესწავლას შეძლებთ.

Skillshare.com – პრაქტიკული უნარებისათვის რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ათასობით უფასო კურსი ისეთ მრავალფეროვანი თემებით, როგორცაა: ინსტაგრამის პროფესიონალური გამოყენება, აკვარელებით ხატვა და თუნდაც, შერეული მედია.

The Culinary Cook – არ იცით, როგორ მოამზადოთ კერძი ხელთარსებული პროდუქტებით? დაინტერესებული ხართ კრემისა და ბეზეების გაკეთებით? ყველაზე რთულ კულინარიულ კითხვებზე პასუხებს საიტზე – The Culinary Cook იპოვნით.

Khanacademy – ერთ დროს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაამთავრა MIT და ჰარვარდი, იგებს, რომ სხვა ქალაქში მცხოვრებ მის პატარა ნათესავს სკოლაში პრობლემები აქვს მათემატიკასთან. იგი გადაწყვეტს დაეხმაროს მას, ათავსებს ვიდეო-გაკვეთილებს YouTube-ზე და მომენტალურად ხდება პოპულარული. ახლა, ხანის აკადემიის საიტი გვთავაზობს 4200-ზე მეტი უფასო მიკროლექციისკოლექციას მრავალფეროვან თემებზე.

Petruchek – აქ თავმოყრილია ცნობილი ლოგიკური თამაშები, რომლებიც შეგიძლიათ გაუშვათ ონლაინ რეჟიმში, რათა გაივარჯიშოთ ტვინი.

Chisloboi – ონლაინ-თამაში გამოთვლის სიჩქარის გასაუმჯობესებლად. არის რამდენიმე რეჟიმი, სავარჯიშო, სადაც ითვლება დრო; მარათონი – რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოთ 20 კითხვას; უშეცდომო, სადაც თამაში გრძელდება ორი წუთი, მაგრამ არ შეიძლება შეცდომის დაშვება, და სხვა.

Big Think –  აქ განთავსებულია „დიდი მოაზროვნეების“ და დარგის ექსპერტების სტატიები და ვიდეო რესურსები.

Makezine – ისწავლე როგორ მზადდება ესა თუ ის ნივთი და შექმენი თავად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები