ყოველდღიურ რუტინას რომ გავექცეთ, ზოგჯერ გონების მოდუნება და მოშვება გვჭირდება. დროის გაყვანისა და “რელაქსაციის” კარგი საშუალებ კი საინტერესო ფილმებია. ზოგჯერ ისე გვინდა ვუყუროთ ფილმს, რომელიც ბოლომდე ჩაგვითრევთ, ყველაფერს დაგვავიწყდებს და უბრალოდ მთელი ორი საათის მანძილზე დაძაბულები ვიჯდებით, ბევრ დროს ვკარგავთ ასეთი ფილმების მოძებნაში.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სწორედ ასეთი ფილმები შეგირჩიეთ: უცნაური კომედიები, თრილერები და დაძაბული დრამები.
PERFETTI SCONOSCIUTI – მეგობრები გადაწყვეტენ თამაშს: ერთმანეთს გაუზიარონ ყველა ზარი და შეტყობინება რაც კი იმ საღამოს მოუვათ. თუმცა ეს თამაში არც ისე იოლი აღმოჩნდა. ეს იტალიური ფილმი კარგად ასახავს დღევანდელი რეალობის პრობლემებს – ტელეფონი და რაც შიგნით არის.
THE CALL – ახალგაზრდა გოგონა მანიაკმა მოიტაცა. მისი ერთადერთი შანსია – დამჯდარი ტელეფონი, რომლის მეშვეობით მან 911-ში შეძლო დარეკვა.
SEVEN PSYCHOPATHS – გონება არეულმა მწერალმა დაკარგა შთაგონება და ვერანაირად ვერ ახერხებს ახალი სცენარის დაწერას. ის უნებლიედ ხდება ჩათრეული ძაღლის გატაცების ამბავში რომელიც მისმა ექსენტრიულმა მეგობრემა განიძრახეს. შემდეგ გამოირკვევა, რომ გატაცებული ძაღლი არის ადგილობრივი განქსტერის, რომელიც დაადგება გამტაცებლების კვალს და იწყებს ნადირობას მათზე.
DAS LEBEN DER ANDEREN – აღმოსავლეთ ბერლინი. ნოემბერი. 1984 წელი. აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა ცდილობს,თავისი მმართველობის სიძლიერე სისტემის კონტროლით უზრუნველჰყოს. პარტიულ კაპიტანს, გრედ ვისლერს, დაწინაურების იმედი აქვს, ამ მიზნით ის აგროვებს ინფორმაციას დრამატურგ გეორგ დრაიმანისა და მისი მეგობარი მსახიობი ქალის შესახებ.
RED EYE – ლიზა რეისერტი ვერ იტანს თვითმფრინავით მგზავრობას. ერთხელაც დალასიდან მაიამიში გადაფრენა მოუხდა. აფრენის მოლოდინში აეროპორტში შესანიშნავ ახალგაზრდას – ჯექსონს შეხვდა.
BURNING BRIGHT – მთავარი გმირი იღვიძებს სახლში, რომელიც ქარიშხლის ეპიცენტრში მოხვდა. ქალი შოკშია, ყველაფერთან ერთად მისი ძმაც არსად ჩანს, რომელიც აუტიზმით არის ავად.
INSIDE MAN – ნიუ-იორკის ცენტრში, დღისით, ძარცვავენ ბანკს. ძარცვა იდეალურია, რადგან, რამოდენიმე დღის ალყის შედეგად, პოლიციას არ აქვს სამხილები და ვერ პოულობენ ეჭვმიტანილებს.
TRASH – ამბავი სამ ბიჭზე. რომლებიც ძლივს ირჩენენ თავს ნაგვის ქექვით, ნაგავსაყრელზე. ერთხელაც ისინი იპოვნიან ტყავის ჩანთას, რომლის შიგთავსი მათ საშინელ თავგადასავალში ჩაითრევს …
APOCALYPTO – მაიას ცივილიზაცია ესპანელი დამპყრობლების მოსვლამდე. სისხლისმღვრელი ბრძოლები მეზობელ ტომებთან, ადამიანის მსხვერპლშეწირვები, საიდუმლო მისტიკური რიტუალები. ინდიელები ცხოვრობენ ისე, როგორც უკანასკნელ დღეს, სინამდვილეში ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ეს დღე მართლაც უკანასკნელია.
ENOUGH – ახალგაზრდა დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, ამიტომ იგი ქმრისგან თავის დასაცავად ვარჯიშს იწყებს.
THE THIRTEENTH TALE – მარგარეტ ლი მუშაობს მისი მამის ანტიკვარიატის მაღაზიაში. მარგარეტს გაუკვირდება, როდესაც მიიღებს ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი მწერლისგან შეთავაზებას გახდეს მისი ბიოგრაფი.
წყარო: facts.ge