შპს “ლილო პროდაქტ სერვისი” აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ პორტალ Liloshop.ge-თვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის პროდუქციის შესწავლა;
კვალიფიციური სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
მომხმარებლების მონიტორინგი;
მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა;
შემოსულ ზარებზე რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი (სტუდენტი) განათლება;
- სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
- სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა და სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი , 10:00 დან 18:00 მდე შესვენება 1 საათი.
თუ თვლით, რომ თქვენი კომპეტენცია და გამოცდილება შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06.01.2018.