რას გეგმავენ ახალი წლისთვის საქართველოს უნივერსიტეტები

თავისუფალი დრო

ახალი წელი ბევრისთვის საყვარელი დღესასწაულია და თითოეული ადამიანი ცდილობს განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნოს ის.  გადატვირთული სასწავლო თუ სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, გამონაკლისს არც უნივერსიტეტები წარმოადგენენ. სტუდენტებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე უნივერსიტეტების თვითმმართველობა და ადმინისტრაციული აპარატი ზრუნავს.

გთავაზობთ სხვადასხვა უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას საახალწლო წვეულებებისა და ღონისძიებების შესახებ.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის New year party-ს 29 დეკემბერს, რესტორან “ბარაკონში” გაიმართება. წვეულებაზე სტუდენტებს სადღესასწაულო სუფრა, სხვადასხვა სასმელი, ბრჭყვიალა და ფერადი შოუ, ცოცხალი მუსიკა, წამახალისებელი ვიქტორინა და უამრავი სიურპრიზი დახვდებათ. წვეულების დასასრულს დაუკრავს დიჯეი.  New year party 19:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება.

ახალი წლის აღნიშვნა ორიგინალურად და სახალისოდ გადაწყვიტეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა. სპეციალურად მათთვის 23 დეკემბერს კლუბ Zebra station-ში პირველი Meme party გაიმართება. სტუდენტები წვეულებაზე მათი საყვარელი Meme-ს სამოსით იქნებიან. ივენთის line up კი იქნება: Kaci, Rubick, LUKA, Baymax, Juzmena, Grettens, Infest. ივენთზე დასწრება შესაძლებელი იქნება ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. კოსტიუმირებული წვეულება 21:00 საათზე დაიწყება და გათენებამდე გაგრძელდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში “New year party”-ს ორგანიზატორები თვითმმართველობის წევრი სტუდენტები არიან. წვეულება 22 დეკემბერს კლუბ Electrowerk-ში ჩატარდება. ივენთის პროგრამა შემდეგნაორად გამოიყურება: 20:00სთ Niky Perera, 22:00სთ Grapitch, 22:00სთ Baziervoic წვეულება 19:00 საათზე დაიწყება და ღამის 3 საათამდე გასტანს.

შავი ზღვის უნივერსიტეტში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს 16:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება დატვირთული იქნება სტუდენტების მიერ ორგანიზებული სახალისო და მუსიკალური ნომრებით. საახალწლო განწყობის შექმნაზე ასევე იზრუნებს საქველმოქმედო და ხელოვნების კლუბი, რომელიც მოაწყობს საახალწლო გამოფენა-გაყიდვას.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტისა და სრულიად საქართველოს  სტუდენტთა ისტორიაში საუკეთესო საახალწლო წვეულების მოწყობას გეგმავენ. FreeUni New Year Party 2018 28 დეკემბერს Hilside-ში ჩატარდება. ღონისძიების წლევანდელი თემატიკა ვეს ანდერსონის ფერები იქნება. ორგანიზატორები აქცენტს ესთეტიკასა და ფერად სამყაროზე აკეთებენ და სტუდენტებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდებიან. აღსანიშნავია, რომ წელს წვეულებაში ლექტორებიც მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამა კი ასეთია: მესამე ნაპირი, ქიმერა, Nikolshow, Trotsky, FreeUni New Year Party 2018 20:00 საათზე დაიწყება და დილამდე გასტანს.

რაც შეეხება ილიუნისა და თსუ-ს, მათ წინასაახალწლო ღონისძიება უკვე ჩატარეს. თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც. პოლის სტუდენტებისათვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და ფაკულტეტის დეკანის ორგანიზებით, 26 დეკემბერს, თსუ-ის მეექვსე კორპუსში, 13:00-დან 15:00 საათამდე გაიმართება საახალწლო ღონისძიება, სადაც გელით სასიამოვნო მუსიკა და არაჩვეულებრივი გარემო.

ის უნივერსიტეტები კი, რომლებმაც წელს საახალწლო ღონისძიების დამოუკიდებლად ჩატარება ვერ მოახერხეს, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ და თავიანთ სტუდენტებს ახალი წლის წვეულებაზე დასწრების შესაძლებლობას აძლევენ. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 2017 წლის 24 დეკემბერს ქ.თბილისის მერიის ა(ა)ი.პ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ და „საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის“ ორგანიზებით და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით დაიგეგმა თბილისში არსებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის. ღონისძიება გაიმართება “SPACEHALL“-ში და მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისში მოქმედი უნივერსიტეტების 2000-მდე სტუდენტი. წვეულების მონაწილეთა განწყობაზე იზრუნებს: Tsu art Seu art project პროგრამას დახურავს DJ A2Ka და DJ Confidence. ღონისძიებას გაუძღვებიან თემო მჟავია და ლევან გოგორელიანი. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი გაიხსნება წამყვანების მიერ, სტუდენტებს დამდეგ ახალ წელს მიულოცავენ ქ.თბილისის მერიის წარმომადგენლები. დასწრება შესაძლებელია მოსაწვევებით. მოსაწვევებისთვის მიმართეთ სტუდენტურ თვითმმართველობებს ან თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებას. მოსაწვევები უფასოა.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები