ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მართვის უმცროსი ოფიცერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00-18:00

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით არსებული პროცესების შესწავლა და გაანალიზება საოპერაციო რისკების შეფასების მიზნით;
  • ბიზნეს პროცესების საკონტროლო გარემოს შეფასება, გაანალიზება და დახვეწა;
  • ბიზნეს პროცესებისთვის შესაბამისი საოპერაციო პროცედურების შემუშავება/გაწერა და პერიოდული განახლება;
  • თაღლითობის რისკების მართვის მეთოდების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
    წვდომის უფლებების მართვა და მონიტორინგი;
  • პროცედურების შესრულების მონიტორინგის კუთხით შიდა კონტროლის სამსახურთან კოორდინაცია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, მენეჯმენტის ან აუდიტის მიმართულებით); განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენებიც.
  • სასურველია ხარისხის მართვის, პროცესების აღწერის, აუდიტის ან ოპერაციების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის MS Ecxel-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად წერის უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი;
  • აზროვნების სისხარტე;
  • დროის მართვის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • ტესტირება: MS Excel-ის ცოდნის დონის შემოწმება და შემთხვევის ანალიზი;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა მოცემულ გვერდზე ატვირთეთ რეზიუმე (CV) 2017 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, Subject line–ში მიუთითოთ „საოპერაციო რისკების მართვის უმცროსი ოფიცერი“

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები