სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყო 1 სტიპენდია სამაგისტრო პროგრამისთვის. სტიპენდია ფარავს სწავლის ხარჯს წელიწადში მაქსიმუმ 5000 ევროს და საცხოვრებელ და ყოველდღიურ ხარჯებს თვეში 700 ევროს ოდენობით.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 მაისი.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- სააპლიკაციო ფორმა
- სამოტივაციო წერილი
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დიპლომი და დიპლომის დანართი
- CV
- რეკომენდაცია
გარდა ამისა, იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ეკონომიკის და საჯარო პოლიტიკის პროგრამებზე. 18-თვიანი პროგრამის მთავარი თემაა, საერთაშორისო განვითარება და ორიენტირებულია განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე.
ინფორმაცია განაცხადების წარდგინების და სტიპენდიების მოპოვების შესახებ წარმოდგენილია დანართში.