სტაჟირება სტუდენტებისთვს სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტში – თბილისი და რეგიონები

დასაქმება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს კონკურსს ქვემოთ მითითებულ პოზიციებზე სტაჟიორთა შესარჩევად. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს კონკურსს ქვემოთ მითითებულ პოზიციებზე სტაჟიორთა შესარჩევად:

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. სტაჟიორი საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტში

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ადგილების რაოდენობა: 1

განათლება: კანდიდატი უნდა იყოს სულ მცირე უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, იურიდიული, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.** კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა (ცოდნის დონე – C1).

თემატიკა/სამართლებრივი აქტები:

  • ადამიანის უფლებათა ძირითადი ასპექტები;
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”;
  • საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”;
  • გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები;
  • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები;
  • ევროპის კავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები;
  • წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
  • ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია.

2. სტაჟიორი ბავშვის უფლებათა ცენტრში (სამმართველო)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ადგილების რაოდენობა: 1

განათლება: კანდიდატი უნდა იყოს სულ მცირე უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული, საერთაშორისო სამართლის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

თემატიკა/სამართლებრივი აქტები:

  • ადამიანის უფლებათა ძირითადი ასპექტები;
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”;
  • საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი “ოჯახში ძალადობისა აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი.

3. სტაჟიორი საქმისწარმოების დეპარტამენტში (კანცელარიის საქმიანობის მიმართულებით)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ადგილების რაოდენობა: 2

განათლება: კანდიდატი უნდა იყოს სულ მცირე უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

თემატიკა/სამართლებრივი აქტები:

  • საქმისწარმოების ზოგადი წესი საჯარო დაწესებულებაში;
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”;
  • საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს პრეზიდენტრის 1999 წლის პირველი ივლისის N414 ბრძანებულება “საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების ერთიანი წესი (www.ombudsman.ge – “ჩვენს შესახებ” – “შიდა რეგულაციები”)

4. სტაჟიორი რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
ადგილების რაოდენობა: 1

განათლება: კანდიდატი უნდა იყოს სულ მცირე უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

თემატიკა/სამართლებრივი აქტები:

  • ადამიანის უფლებათა ძირითადი ასპექტები;
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
  • საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;
  • “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
  • “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • პატიმრობის კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

5. სტაჟიორი რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელოს სამმართველოში

ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი
ადგილების რაოდენობა: 1

განათლება: კანდიდატი უნდა იყოს სულ მცირე უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

თემატიკა/სამართლებრივი აქტები:

  • ადამიანის უფლებათა ძირითადი ასპექტები;
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
  • საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;
  • “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
  • “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • პატიმრობის კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

6. სტაჟიორი რეგიონული დეპარტამენტის სვანეთის ოფისში

ადგილმდებარეობა: დაბა მესტია
ადგილების რაოდენობა: 1

განათლება: კანდიდატი უნდა იყოს სულ მცირე უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

თემატიკა/სამართლებრივი აქტები:

  • ადამიანის უფლებათა ძირითადი ასპექტები;
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
  • საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;
  • “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
  • “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • პატიმრობის კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

სტაჟიორთა ზემოაღნიშნული პოზიციებისათვის კანდიდატებს მოეთხოვებათ საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სტაჟირების საწყისი ვადა: 3 თვე (სტაჟირების გაგრძელება შესაძლებელია 6 თვემდე).
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (ასევე შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმება სასწავლო გრაფიკთან).სტაჟირების ფორმა: ანაზღაურების გარეშე.

დამსაქმებლის მისამართი: ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. 6
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 32) 2 913814/15, შიდა: 148.

შერჩევის ეტაპები:

  • საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება ან/და ტესტირება ან/და გასაუბრება.

კანდიდატებმა შევსებული სახით უნდა გამოაგზავნონ თანდართული განაცხადის ფორმა ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. კანდიდატებმა განაცხადის ფორმაში და ელ. ფოსტის “საგანში” (“Subject”) აუცილებლად უნდა მიუთითონ იმ სტრუქტურული ერთეულის/პოზიციის დასახელება, სადაც სურთ სტაჟირების გავლა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები