ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

სს „ოქეი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე.

კომპანია, როგორც დამსაქმებელი, დაინტერესებულია ითანამშრომლოს პასუხისმგებლიან, სანდო, მოტივირებულ, კვალიფიციურ ინდივიდებთან და სთავაზობს მათ განვითარებისათვის საჭირო დინამიურ გარემოს.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება /დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია – საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები)
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითველბა უპირატესობად
  • ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თავაზიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ კანდიდატურა შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე [email protected] 2017 წლის 25 დეკემბრამდე.

გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ „გაყიდვების მენეჯერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები