სწავლა ბულგარეთში სრული დაფინანსებით

განათლება

პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა, მათთან დასაქმების ერთადერთი საშუალებაა.

პროკრედიტ ბანკი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების საერთაშორისო პროგრამაში და გაიაროთ 6-თვიანი სასწავლო პროგრამა ბულგარეთში.

   გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე.
ლოკაცია: ბულგარეთი, ქალაქი სოფია.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ:

  • საცხოვრებელს;
  • ფრენის ხარჯებს;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას.

პროგრამის სრული კურსი მოიცავს:

  • ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
  • მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
  • ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
  • ფინანსური მათემატიკასა და ბუღალტერიას;
  • პროექტების წერისა და მართვის ტექნიკის შესწავლას;
  • ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ვეძებთ მათ, ვინც არის:

  • 22-დან 32 წლამდე;
  • მიზანდასახული და ენერგიული;
  • გუნდური;
  • მობილური: შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობა;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია.

და ვისაც აქვს:

  • უმაღლესი განათლება(ნებისმიერი სპეციალობა/მიმართულება);
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალი დონე;
  • პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

“პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის” მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ “პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამაში” მონაწილეობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 დეკემბერი, 2017 წ.

კანდიდატთან დაკავშირება მხოლოდ, სრულყოფილად შევსებული განაცხადის შემთხვევაში მოხდება.

“პროკრედიტ ბანკის” დასაქმების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა კი იხილეთ აქ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები