ევროპის კოლეჯი საქართველოს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სრულ სტიპენდიებს ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში (პოლონეთი).
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტიპენდია მოიცავს:
სწავლების სრული საფასური, სტუდენტური საცხოვრებელი, კვება, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა, ყოველთვიური სტიპენდია.
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- ენების ცოდნის დამადასტრურებელი დოკუმენტი (ინგლისური – B2, ფრანგული – B1)
- სამოტივაციო წერილი (მაქს. 600 სიტყვა)
- 2 რეკომენდატორის (უნივერსიტეტის პროფესორი) სახელი და ელ-ფოსტის მისამართი
- CV ევროპასის ფორმატში
- დიპლომ(ებ)ის ასლი – ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (თუ ჯერ არ ფლობთ ხარისხს, მოპოვებისთანავე უნდა გააგზავნოთ ელ-ფოსტის საშუალებით)
- ნიშნების ამონაწერის ასლი – ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- საპასპორტე ფოტოსურათი
განაცხადის გაკეთება ხდება ელექტრონულად ამ ბმულზე, განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 17 იანვარი, 2018წ.
შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი და ბმული.