რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.
ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
❥ თათია გოლოშვილი – ,,თავისუფალი სტილი მომწონს და ძირითადათ ასეც ვიცვამ. ვყიდულობ იმას, რაც მომწონს და მიხდება“.
❥ გიორგი ოგანესიანი – ,,ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი ჩაცმულობის სტილი მაქვს, მაგრამ უპირატესობას ნახევრად სპორტულ სტილს ვანიჭებ, ასევე, მომწონს კლასიკური ჩაცმის სტილი. რაც შეეხება სად ვშოპინგობ, ძირითადად, როგორც წესი, კარფურის მომხმარებელი ვარ და სურვილისა და ხასიათისამებრ ვარჩევ ამათუიმ სამოსს.“
❥ სალომე მიხანაშვილი – ,,ყველა სტილი მომწონს. განსაკუთრებულ ყურადღებს ვამახვილებ ჩაცმულობაზე, თუმცა სამოსის შესაძენად გამორჩეული ადგილები არ მაქვს. ვიცვამ იმას, რაც მომწონს და მიხდება.“
❥ რევაზ გუდაძე – ,,ჩემი ჩაცმის სტილი უფრო ხშირად თავისუფალია. სამოსის შესაძენად კონკრეტული მაღაზია არ მაქვს. ყველაზე ხშირად ჯინსებს და სპორტული ფეხსაცმლის ყიდვა მიწევს.“
❥ ალექსანდრე თათანაშვილი – ,,ძალიან მომწონს კლასიკური სტილი, თუმცა სტუდენტი ვარ და ამის გამო ხშირად ვერ ვიცვამ. უფო ხშირად თავისუფალი სტილის სამოსი მაცვია, რომლებსაც სხვადასხვა ადგილას ვყიდულობ.“
❥ სოფიკო თინიკაშვილი – ,,არ მიყვარს გადატვირთული სამოსი. მე ძირითადათ თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ვფირობ, რომ ტანსაცმელში თავი კონფორტულად უნდა იგრძნოს ადამიანმა. სამოსს ძირითადად გორში ვყიდულობ, მაგრამ თუ ვხვდები საზღვარგარეთ ამ მომენტის ვსარგებლობ და იქ ვყიდულობ რამე განსხვავებულს. მომწონს ლურჯი ფერის სამოსი.“
❥ ლევან სადაღაშვილი – ,,კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას და ტანსაცმელს იქ ვყიდულობ სადაც მომეწონება. ხშირად მაცვია “გუჩის” ნაწარმი.“
❥ ნინო კოშორიძე – ,,ჩაცმის თავისუფალი სტილი მომწონს, იმიტომ რომ თავი კონფორტულად ვიგრძნო.“
❥ ანდრია შაქარაშვილი – ,,მე თავისუფალი სტილი მომწონს და ხშირად ამ სტილზე მაცვია. სამოსს საქართველოშიც ვყიდულობ, თუმცა ხშირად საზღვარგარეთიდანაც მიგზავნია.“
❥ მარიამ ისპირიანი – ,,ჩაცმას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიყვარს თავისუფალი სტილი და ჩანთები. მოდას არ მივსდევ, ამიტომ ძირითადად ვყიდულობ იმას, რაც მომწონს.“
❥ გიორგი გოგიშვილი – ,,მე უფრო სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ფეხბურთელი ვარ, თუმცა კლასიკური სამოსიც მომწონს. სამოსს თბილისში ვყიდულობ, რადგან გორში დიდი არცევანი არ არის.“
❥ მარლენ ბერიკაშვილი – ,,სტილი გამორჩეული და განსაზღვრული არ მაქვს. ძირითადათ ღია ფერის სამოსი მომწონს და მათ თბილისში ვყიდულობ. ხშირი სტუმარი ვარ ასევე ,,თბილისი მოლის და ,,კარფურის“ მომწონს ,,ზარა“ და ,,გუჩი“.
ავტორი: ნიკა გაბლიშვილი