ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით

დასაქმება

“სადაზღვევო კომპანია ალდაგი” გთავაზობთ ანაზღაურებად დასაქმებას სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში (ვაკის, საბურთალოს ან გლდანის ფილიალებში).

სადაზღვევო აგენტის პოზიცია დასაქმება სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის. სადაზღვევო აგენტის პოზიცია განკუთვნილია ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ, მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ შესაძლებლობა – შეუერთდნენ ალდაგის გუნდს.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ჩვენ გთავაზობთ:

საინტერესო და პრაქტიკულ ტრენინგებს
მზარდ ანაზღაურებას
კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
თქვენზე მორგებულ, თავისუფალ გრაფიკს – დღეში 4 სამუშაო საათი
მეგობრულ ატმოსფეროს
მიიღოთ ანაზღაურება საშუალოდ 300-400 ლარი და მეტი

სადაზღვევო აგენტის მოვალეობებია:

  • კლიენტების მოძიება სხვადასხვა ლოკაციებზე (ბენზინგასამართი სადგური, სავაჭრო ცენტრი, ავტობაზრობა, ავტოსერვის ცენტრები, პარკირების ადგილები და სხვა);
  • ოფისიდან პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
  • კლიენტებთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: agent@aldagi.ge და გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ: სადაზღვევო აგენტი. ან შეავსეთ ალდაგის ვაკანსიის განაცხადი ალდაგის ვებ-გვერდზე.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები