ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

სამედიცინო ცენტრი “გიგეა” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის შესწავლა;
სარეალიზაციო პროდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება;
დაინტერესებულ და ერთგულ მომხმარებელთა ბაზის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სწრაფი ადაპტაციის უნარი;
დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
სტრესულ სიტუაციებში ტოლერანტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
დროის მართვისა და მოლაპარაკებების ეფექტურად ჩატარების უნარი.

“გიგეა” გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ორი/სამი დღე დილის ცვლა (09:00-15:00), ორი/სამი დღე საღამოს ცვლა (14:30-20:30)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
  • პროფესიული ტრენინგ-კურსები: გაყიდვების და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.
  • კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო.
  • სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და “subject”-ის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28 ნოემბერი, 2017 წელი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები