არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) და გაეროს ასოციაცია აცხადებენ ესსეების კონკურსს “მე – ახალგაზრდა საჯარო მოხელე“.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში საჯარო სამსახურის რეფორმის პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსი ცხადდება პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტიანად განხორციელების პროცესში.
პროექტის განხორციელებაში ჩართულია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც შედგება 64 რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციისგან. პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან და საქართველოში გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება 2017 წლის მარტიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, 15-დან 20 წლის ჩათვლით.
კონკურსის პირობები:
ესსე უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურს.
- კერძოდ: როგორ ხედავს კონკურსანტი საკუთარ თავს საჯარო სამსახურში, როგორი წარმოუდგენია საჯარო სამსახური და/ან როგორი უნდა იყოს მისი ხედვით და რა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს;
- ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ესსეს გამოგზავნა;
- ესსეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი , მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა);
- ესსეს ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, შრიფტი – sylfaen, ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 სიტყვას, ესსე უნდა იყოს word-ის ფორმატში;
- პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;
საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 6 ნოემბერი, 18:00 საათი;
ესსეების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected];
გამოგზავნილი ესსეები დაიდება facebook გვერდზე ჰეშთეგით #მეახალგაზრდასაჯარომოხელე
გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ ველი) მიუთითეთ „ესსეების კონკურსი”.
კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეროს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის ცენტრებში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები.
შეფასების კრიტერიუმები
- თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება (25 ქულა);
- პრობლემის ხედვა კონტექსტში (15 ქულა);
- ლოგიკური მსჯელობა (15 ქულა);
- ანალიზი და არგუმენტირება (15 ქულა);
- ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი) (20 ქულა);
- წერის კულტურა (10 ქულა).
პრიზები:
I ადგილი – პერსონალური კომპიუტერი;
II ადგილი – პლანშეტი;
III მობილური ტელეფონი;
სპეციალური პრიზი, წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერი, გადაეცემა სოციალურ ქსელში მკითხველის სიმპათიით გამოვლენილ მონაწილეს. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სერტიფიკატი.
გამარჯვებულ ნაშრომებს შეარჩევს სიდას, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მთავრობის ადმინისტრაციის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური.
კონკურსის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ შერჩეული 4 საუკეთესო ესსე განთავსდება www.cso.ge – ზე და მონაწილეობას მიიღებს პროექტის დასკვნით კონფერენციაში.