სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 30 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება 8 ნოემბერს 15:00 საათზე.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების საიტის stajireba.gov.ge-ის მთავარ გვერდზე არსებული აქტივაციის პანელის დახმარებით.
იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი ან ხშირად დასმული კითხვები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755