კომპანია “Sales Outsource Georgia” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
განათლება (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ნებისმიერი მიმართულებით)
სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება
მოტივირებულობა, ენთუზიაზმი
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
მოლაპარაკებების წარმოების უნარი
დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს (5 სამუშაო საათი)
- შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემით (500-დან 1,500 ლარამდე);
- სატელეფონო გაყიდვების სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ ატმოსფეროს.
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება
მომხმარებლის საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2017 წლის 17 ნოემბრამდე.