მეტროსადგური “უნივერსიტეტი” გაიხსნა [ფოტოები]

აქტუალური

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეტროსადგური “უნივერსიტეტი” დღეს, 16 ოქტომერს, გახსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მოსახლეობა კი ახალი მეტროსადგურით სარგებლობას დღეს, საღამოს საათებიდან შეძლებს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგური იქნება. მეტრო „უნივერსიტეტის“ განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.

მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. პროექტის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე განახლდა.

ახალი მეტროსადგური დღესშ 15 000 ათასზე მეტ თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს მოემსახურება.

იხილეთ ახალი მეტროსადგურის ფოტოები:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები