მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ 16 ოქტომბერს გაიხსნება

აქტუალური

მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ 16 ოქტომბერს გაიხსნება. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ გახსნაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მიიღებენ მონაწილეობას, მოსახლეობა კი ახალი მეტროსადგურით სარგებლობას 16 ოქტომებრს, საღამოს საათებიდან შეძლებს.

თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგური იქნება. მეტრო “უნივერსიტეტის” განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.

წყარო: 1tv.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები