ევროპის ისეთ ქვეყნებში როგორიც იტალია, გერმანია, ფინეთი და სხვაა, მაღალი ხარისხის განათლების მიღება ხელმისაწვდომ ფასადაც შეიძლება. Times Higher Education World University Rankings-მა გადაწყვიტა გამოეკვლია საშუალოდ რა უჯდება სტუდენტს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განათლების მიღება, მან განათლების მისაღებად 10 ყველაზე იაფი ქვეყანა გამოავლინა. კომპანიამ ასევე გაანალიზა სხვადასხვა უნივერსიტეტის სწავლის საფასური და ცხოვრების ღირებულება, რათა დაედგინა ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე ძვირადღირებული ევროპული უნივერსიტეტები.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სწავლისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნების სია საშუალო სწავლის საფასურითა და საშუალო საცხოვრებელი ხარჯებით ასე გამოიყურება:
რაც შეეხება უშუალოდ უნივერსიტეტებს, 2018 წელს ხარისხიანი განათლების მიღება ხელმისაწვდომ ფასად იტალიის ორ უნივერსიტეტში – Scuola Normale Superiore di Pisa, Scuola Superiore Sant’Anna – და გერმანიის 8 უნივერსიტეტშია შესაძლებელი – TU Dresden, Free University of Berlin , University of Göttingen, University of Würzburg, RWTH Aachen University, Heidelberg University, University of Mannheim, University of Freiburg.
2018 წლის ევროპის ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტების 10-ეულიში კი პირველობა არავის დაუთმო University College London-მა, შემდეგი 6 ადგილიც ლონდონის უნივერსიტეტებს უჭირავს, მათ შორის მე-5 ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაიკავა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე