თსუ-ის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება

აქტუალური

“მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება” – წერია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ “ფეისბუკ-გვერდზე”. გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

☼ გსურს მაგისტრატურაზე ჩაბარება? შეარჩიე სამაგისტრო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

საბაგიროს ორი ვაგონი ექნება და თითოეული მათგანი დაახლოებით 20 ადამიანზეა გათვლილი. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი – 1 ლარის ფარგლებში იქნება.მისი მეშვეობით „მაღლივი – ბაგების“ მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება. პროექტს შპს „საქსპეცტრანსი“ ახორციელებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები