აშშ-ის საელჩო სტუდენტებისთვის სტაჟირებას აცხადებს

დასაქმება

აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირების პროგრამას რამდენიმე პოზიციაზე სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აშშ-ის მისიით საქართველოში. პროგრამის მიზანი სტუდენტებისთვის ამერიკული გარემოში საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის შესაძლებლობაა.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ის იძლევა დიდ გამოცდილებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა სტაჟირებაზე (სასურველია ინგლისურად)
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურად)
  • აკადემიური სწავლებების (საგნების) ჩამონათვალი (სასურველია ინგლისურად)

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე – [email protected].

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები