სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად თბილისის მერია საბუთების მიღებას იწყებს

აქტუალური

1-ლი სექტემბრიდან მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის საბუთების მიღებას იწყებს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტებს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მაჩვენებელი (გარდა პირველი სემესტრის სტუდენტისა);
  • I სემესტრის სტუდენტებისთვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტისა)
  • სამოტივაციო წერილი.

განცხადებები მიიღება მისამართზე – შარტავას ქ. N7

დამატებიტი ინფორმაციისთვს დარეკეთ –  2 378 455

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები