ციებ-ცხელება, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჰქვია, დასრულებულია. 2017 წელს გამოცდების შედეგად სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა. მათს ცხოვრებაში სრულიად ახალი და განსხვავებული ეტაპი იწყება. ვისაც უკვე გამოვლილი აქვს პირველკურსელობა იცის თუ რა სირთულეები ახლავს თან პირველ სასწავლო წელს. ამიტომ შევაგროვეთ მნიშვნელოვანი და სახალისო რჩევები მომავალი სტუდენტებისთვის.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
უნივერსიტეტის პირველ დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების დაჯილდოვების დროს, თუ პრიზს ვერ მიიღებთ არაუშავს, გული არ გაიტეხოთ, თითქმის ყველამ გამოვცადეთ ეგ სინანული.
თუ რამე გაგიჭირდათ, მიმართეთ უფროსკურსელებს, ჩვენს პირობებში გამოცდილება ცოდნაზე მეტად ფასობს.
იმდენი წასაკითხი/სასწავლი გექნებათ, რომ აბიტურიენტობა ტკბილად გაგახსენდებათ.
თუ თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში კონცერტზე შესვლას ვერ მოახერხებთ, ნუ იწუწუნებთ, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები უფრო მეტი არიან და ჩვენ იმიტომ ვერ შევდივართო, მეტი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ, ლექციებზეც დაპატიჟეთ, ნახონ რომ მხოლოდ სახელი არ ვართ დარჩენილი.
ერთხელ მაინც ნახეთ თსუ-ის პირველი კორპუსის ეზო ადრე დილით, როცა ასაკოვანი ხალხი სეირნობს და ვარჯიშობს. მიხვდებით, თუ რა ძვირფასია ეს უნივერსიტეტი მათთვის ამდენი წლის მერეც.
დაუმეგობრდით ლექტორებს, ბევრ მათგანს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ლექციის გარეთ კარგი მეგობრები არიან, მაგრამ გახსოვდეთ, ეს სკოლა არ არის – მეგობრობა ლექცია/სემინარზე არ ვრცელდება (გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, “ჩაბრატება” ნიშნებს არ მოგიტანთ).
ეცადეთ დაესწროთ რაც შეიძლება მეტ ლექციასა და სემინარს, ლექტორი აუცილებლად დაგიმახსოვრებთ, გარდა ამისა ბევრ სიახლეს გაიგებთ. უნივერსიტეტში მისვლის პირველ დღეს გამოყავით 20 წუთი და დაათვალეირეთ გარემო, შემდეგში უფრო მარტივად მიაგნებთ თქვენთვის საჭირო აუდიტორიებს.
ნუ გეწყინებათ პინგვინებს რომ გეძახით, ჩვენც მაგ დღეში ვიყავით და გვიხარია ახლა სხვას რომ ვეძახით. თავიდანვე ძაან მტკივნეულად თუ არ აღიქვამთ მალე შეეჩვევით.
აქედანვე შეეგუეთ რომ გამოცდიდან გამოსულს აუცილებლად გაგახსენდებათ რაღაც, რაც უნდა დაგეწერათ მაგრამ გამოგრჩათ.
თსუ-ში სტუდენტები არ გულაობენ! არ გულაობდნენ და არც თქვენ გქონდეთ ილუზია რომ იგულავებთ!
შეეცადეთ სანამ სწავლა დაიწყება და დაადგებით დედაქალაქის გზას, ბევრი ჭამოთ, მერე დიდი ხანი რომ ვეღარ შეძლებთ გული დაგწყდებათ.
მაღლივში გამოცდებისას არის ბოტასებიანი დამკვირვებელი და არასოდეს გაბედოთ შეეწინააღმდეგოთ.
თსუ-ის მეხუთე კორპუსი როგორც გარედან არის თეთრი, ისე შიგნიდან არ არის, არც კედლებით, არც ლექტორებით და არც ლექტორების გაგებით.
მაღლივი არის თემა (თემა არის თქო, მაგრამ არ მითქვამს კარგი თემა თქო, თუმცა რაღაც პლიუსები ალბათ ექნება, ალბათ).