თსუ-ის სტუდენტური საცხოვრებელი სტუდენტების მიღებას ოქტომბრის თვეში დაიწყებს

საინტერესო ფაქტები

თსუ-ის ლისის ტბის ფერდობზე მდებარე 320 ადგილიანი ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, სტუდენტების მიღებას ოქტომბრის თვეში დაიწყებს – ამის შესახებ ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

უნივერსიტეტის ინფორმაციით, საცხოვრებლის ტერიტორიაზე მდებარეობს: სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, 3 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა – საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, კვების ბლოკი.

საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

რეგისტრაციისთვის სტუდენტების განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყება, ასევე სექტემბრის დასაწისში გამოქვეყნდება კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება სტუდენტების განაცხადების დაკმაყოფილება.

ამავე თემაზე იხილეთ: ვინ და რა პრინციპით შეძლებს ახალი სტუდენტური საცხოვრებლით სარგებლობას ახალი სასწავლო წლიდან

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები