სტაჟირება გამომცემლობაში დასაქმების პერსპექტივით

დასაქმება

,,პალიტრა მედია ჰოლდინგის“ წევრი კომპანია ,,გამომცემლობა კოლორი“ აცხადებს 1 თვიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

,,გამომცემლობა კოლორი“ წარმოადგენს საქართველოში ერთერთ ყველაზე მსხვილ გამომცემლობას. გამომცემლობა ბეჭდავს: ჟურნალებს, გაზეთებს, წიგნებს, სარეკლამო და შესაფუთ მასალებს, ეტიკეტებს, ბუკლეტებს, ყუთებს, ქაღალდის ჩანთებს, რვეულებს და სხვა. ამჟამად წარმოებაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

თუ გაინტერესებთ დანადგარებთან მუშაობა და გსურთ სტამბაში დასაქმება, მაშინ ,,გამომცემლობა კოლორი“ უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ:

  • გაეცნოთ და შეისწავლოთ სტამბაში არსებულ დანადგარებზე ბეჭდვის სპეციფიკა;
  • გაეცნოთ და მიღოთ მონაწილეობა ბეჭდვით პროცესებში;
  • წარმატებით გაიროთ სტაჟირების კურსი და დასაქმდეთ საქართველოში ერთერთ ყველზე მსხვილ სტამბაში.
    სტაჟირების მსურველები უნდა აკმაყოფილემდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
  • აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

გრაფიკი: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბაღადავაძის #20

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@palitra.ge ან მოგვწერეთ “ფეისბუქ გვერდზე“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, 2017წ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები