შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო აპლიკაციების მიღებას 2018-2019 წლის აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნებია: უნივერსიტეტის ხარისხი, გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი, ინგლისურის ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის საფუძვლიანი ცოდნა.
სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც აპლიკანტი აირჩევს და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.